Anima Chatbotics არის კომპანია, რომელიც აერთიანებს ანტრეპრენიორებს, პროგრამისტებსა და ნარატივ დიზაინერებს ერთი საერთო მიზნის ქვეშ - შევქმნათ ცოცხალი და თავისი “სულის” მქონე ციფრული ასისტენტები, ე.წ. “ჩეთბოტები”.
აქედან გამომდინარეობს დასახელებაც: Chatbotics - პროგრამული კოდის, ალგორითმების და ავატარების შექმნის ხელოვნებაა, ტექნიკური მხარე, “Anima” კი ლათინურად სულს ნიშნავს. ტექნიკურად კარგად გამართული ციფრული თანამშრომელი, რომელსაც ამბის თხრობა შეუძლია და მდიდარი ლექსიკონი აქვს - მოსაუბრეების გადმოსახედიდან თითქოს “სულს” იძენს, მასთან საუბარიც სასიამოვნოა და საუბრის შედეგად მიღებული დადებითი ემოციებიც პირდაპირ პროეცირდება კომპანიასა თუ ადამიანზე, ვისაც წარმოადგენს ეს ჩეთბოტი.
2014 წელს ჩვენმა გუნდმა შექმნა პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი “კიბერ გალაკტიონი” და პირველი ქართული ჩეთბოტ პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო აეწყო საკუთარი კიბერ არსება. კიბერ გალაკტიონის შექმნიდან მოყოლებული, ანიმა მუშაობს არაერთ ინოვაციურ პროექტზე (მათ შორის რომელიც პირდაპირ არაა დაკავშირებული მხოლოდ ჩეთბოტების შექმნასთან), ღიაა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის და თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კომპანიასთან.
მოცემულ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ მზა ციფრული ასისტენტების შექმნაზე, რომელთაც გარკვეული საბაზისო ცოდნა ექნებათ ამა თუ იმ ინდუსტრიასთან დაკავშირებით და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია დაიქირავოს მსგავსი თანამშრომელი (იხილეთ განყოფილება “ციფრული თანამშრომლები”).
ასევე ვიღებთ ცალკეულ შეკვეთებს ნებისმიერი ტიპისა და სირთული ჩეთბოტების შექმნაზე, რომელთა მთავარი მიზანი კომპანიებსა და ადამიანებს შორის მომსახურებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებაა (იხილეთ განყოფილება “პრემიუმ ჩეთბოტი”).